👩🏫✍️✍️მასწავლებლობანა
ახალი ნასწავლი სიტყვები ამოვწერე ბარათებზე . სულ 15-ბარათამდე გამოვიდა, ზოგიერთზე ფრაზებიც ეწერა. ჩემს მოსწავლეს ვთოვე მასწავლებელი ყოფილიყო და ეს სიტყვები სხვა მოსწავლეებისათვის ესწავლებინა. ჩემდა გასაკვირად უცებ დამთანხმდა, თანაკლასელებს მიმართა ყურადღებით ყოფილიყვნენ და ბაღათების მაღლა აწევა დაიყო. აბა ეს რას ნიშნავს? - ბავშვები ჯერ ქართულდ კითხულობდნენ და შემდეგ აზერბაიჯანულად მნიშვნელობას ეუბნებოდნენ. ჩემში გაკვრვება გამოიწვია ბულუდის საზრიანობამ. ჩემგან დამოუკიდებლად მოიფიქრა, ვინც რამდენ სიტყვას გამოიცნობდა იმდენი ქულა მიენიჭებინა მოსწავლეებისათვის. გამოცნობილი სიტყვის შემდეგ ბარათს გამომცნობს ურიგებდა. გაკვეთილის წარმართვის დროს დიდ ყურადღებას იჩენდა ვინმეს არ ესაუბრა ან უყურადღებოთ არ ყოფილიყო. მთელი კლასი აიყოლია და ისე წარმართა დაახლოებით 18-20 წუთი, რომ მოსწავლეებს პასუხის გაცემა არ მოჰბეზრებიათ. ჩემი მიზანიც ხომ ეს იყო, რომ ბავშვებს მოტივაცია ამაღლებოდათ და ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულები კარგად გაეაზრებინათ.