Сообщения

Сообщения за март, 2024
Изображение
 

ნონა გაფრინდაშვილი

Изображение
 მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი ნონა გაფრინდაშვილზე. მოიძიეს მისი ბიოგრაფია. ისაუბრეს ჭადრაკის შესახებ. ამობეჭდეს მაია ჩიბურდანიძისა და ნონა გაფრინდაშვილის ფოტოების, დაწერეს მათი შეჯიბრზე ის შესახებ, რომელიც 1978 წელს გაიმართა.

გაკვეთილებზე დასწრება

Изображение
 სადახლოს #1 საჯარო სკოლის პედაგოგებს : ხანუმ ველიევს, სევინჩ მადინაევას  და შახნაზ ვალიევს და დავესწარი გაკვეთილებზე. გაკვეთილები ჩატარდა მე-6 და რომ 1-ელ კლასში.  ხანუმ ველიევმა მე-6 კლასში გაკვეთილი ჩაატარა (გვ 40 დავ 1) დიალოგების შესახებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს დიალოგები, ისაუბრეს სად მიმდინარეობდა საუბარი, მაგ: ტანსაცმლის მაღაზიაში, ტექნიკის მაღაზიაში და ა.შ გააქტიურეს ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები: რა ღირს, ფასდაკლებაა როდის არის, სხვა ზომა თუ გაქვთ, , ოდნავ დიდი მაქვს და სხვა… ბოლო ს როლური თამაშებით გაითამაშეს ,, ტანსაცმლის მაღაზიის “ სცენა. დიალოგების დროს ქართულად საუბრობდნენ. შეიძინეს ქურთუკები, ამოცვალეს სასურველ ზომაში. როლები გადანაწილებული გქონდათ მოსწავლეებს( დედა, შვილი, გამყიდველი).

3 მარტი ,, დედის დღე”

Изображение
ქ.ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა 2024 წლის 4 მარტს ჩაატარეს დედის დღის მიმართ მიძღვნილი ღონისძიება. კლასის ხელმძღვანელის ნანი ბაბუნაშვილის თაოსნობით, დირექციის ხელშეწყობითა და მშობლების თანადგომით. მოსწავლეებმა წარმოადგინწს დედისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები, ცნობილი სიმღერები და ხალხური ცეკვის ნიმუშები. კლასი მორთული იყო იასამნისფერ და თეთრ ფერებში რაც გახლდათ სიმბოლიკა იის ანუ დედისა. გ. ლეონიძე ამბობს : ,, დედის ცრემლებზე ის ამოსულაო”.  ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-19 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და ონლაინ ჩართვით მანეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. სადახლოს მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ღონისძიებას, გზა და გზა ერთვებოდნენ და ტაშით ამხნევებდნენ დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებს. ეს იყო გაზაფხულის ნამდვილი ზეიმი.