Сообщения

Сообщения за март, 2020

პრეზენტაციის სლაიდები

Изображение

რეფლექსია - კვლევის შედეგების გაზიარება

                                     კვლევის შედეგების გაზიარება   ქართულის კაბინეტში მონიტორის დახმარებით წარვადგინე პრეზენტაცია - სლაიდების მეშვეობით. პრეზენტაციამ ორი  აკადემიური საათი გასტანა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  შედეგების გაცნობა. მასწავლებელმა დაინახეს კვლევის დასაწყისში პროცენტული მაჩვენებელი ტესტირების და შემდეგ შედარება გააკეთეს კვლევის დასასრულს დაწერილ ტესტებს შორის - მნიშვნელმა ორმოცი ერთეულით მოიმატა.      ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო მოსწავლეების უკუკავშირი მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ:  -  კვლევის პროცესში დაინახეს მოტივაციის მნიშვნელობა.  - დიდი ინფორმაცია გაიგეს მოტივაციის მნიშვნელობაზე, მოსწავლის ცხოვრებაში.  - დარწმუნდნენ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობაში  - ნებისმიერი წარმატება მიიღწევა შინაგანი მოტივაციის ამაღლებით  - განსაკუთრებით მომეწონა - კონფერენცია,...

კვლევის ანგარიში - პრეზენტაცია

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს # 1 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ეკატერინე ბუხაიძემ განახორციელა პრაქტიკის კვლევა თემაზე - ,, რესურსის მეშვეობით მოტივაციის ამაღლება და შედეგზე ორიენტირება “ . მან კოლეგებს სლაიდშოუს სახით წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო.            თავდაპირველად ისაუბრა კვლევის თითოეულ ეტაპზე : საკვლევი თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, სიტუაციის ანალიზი, საკვლევი საკითხები,  ლიტრევიუ. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის შედეგების ანალიზი და საბოლოო დასკვნები .          სკოლის ადმინისტრაციასთან ჰქონდა შეთანხმებული კვლევის თემაც და კვლევის მიზანი, ინტერვენციების გეგმა. მან დაიცვა პრაქტიკის კვლევის დროს ეტიკური ნორმები.         პრეზენტაციის დასასრულს კოლეგებმა აღნიშნეს, რომ  მოსაწონია მსგავსი კვლევების ჩატარება, რაც დადებითად აისახება არამარტო მოსწავლეების და...

პრაქტიკის კვლევა - სიტუაციის ანალიზი (ჩანაწერები,ტესტირება, ანკეტირება)

                                         სიტუაციის ანალიზი                 იმისათვის რომ ზუსტად გამეანალიზებინა პრობლემა კვლევის დასაწყისში  მე-11-ე კლასში  თემის დასასრულს (მეშვიდე დონე- პირველი ნაბიჯები) ჩავატარე ტესტირება. ტესტებში შესული იყო საკმაოდ მარტივი ტიპის ღია და დახურული დავალებები კოსმოსის (პლანეტები,მზის სისტემა) თემასთან დაკავშირებით. ვიცით რომ კვლევის დროს მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მას საკითხის შესწავლაში დაეხმარება მაგ: ფოტოები, ვიდეო ჩანაწერები, სკოლის დოკუმენტები, გამოკითხვის შემდეგ მიღებული მასალები, დაკვირვებები, ინტერვიუები და სხვა. ანკეტირებაში  დამეხმარა კლასის ხელმძღვანელი. თავდაპირველად მოვიფიქრე 25 შეკითხვა, შემდეგ დავხვეწე და მხოლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო კითხვები დავტოვე, რომ თავიდან ამეცილებინა ბუნდოვანი საკითხები. უფრო მეტად მივმართე დახურულ კითხვებს, რადგან გამოთვ...