Сообщения

Сообщения за январь, 2025

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

Изображение
  მე - 11 კლასის მოსწავლეებმა ნოემბერში დაიწყეს მუშაობა ონჯალი რაუფის წიგნზე - ,, ბიჭი ბოლო მერხზე ". 26 დეკემბერს ქართულის კაბინეტში გაიმართა პრეზენტაცია. ადაპტირებულ წიგნზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ბავშვები ძლიან კმაყოფილები დარჩნენ. შემნილი ილუსტაციები, წიგნიდან ამიღებული ციტატები და გამარტივებული ტექსტების დახმარებით ბავშვები უკეთ გაეცვნენ პატარა ახმეტის ისტორიად. მათ გაუჩნდათ ემპათიის გრძნობა ტოლვილი ბავშვების მიმართ.  ადაპტირებული ტექსტი დაეხმარათ წაკითხული ორიგინალი ტექსტების უკეთ გააზრებაში. ასევე მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევაში. ადაპტირებაში ძალიან დაეხმარა სკოლის სახელმძღვანელო ( სადაც მე-11 კლასის პროგრამაში შეტანილია ეს ნაწარმოები, ჩაშლილი დავალებებით და ტექსტზე ორიენტირებული კითხვებით, საინტერესო ილუსტრაციებით ).

პოზიტიური უკუკავშირი

Изображение
 პოზიტიური უკუკავშირი ,,ფორმულა მასწავლებლებს პოზიტიური უკუკავშირის მისაღებად" - საინტერესო სტატია უკუკავშირის შესახებ. სტატიას შეგვიძლია გავეცნოთ ეტალონის ოფიციალურ გვერდზე. https://www.etaloni.ge/geo/main/index/98097 . სტატიაში ვიგებთ, რომ პოზიტიური უკუკავშირისთვის დაგვეხმარება 4 დორმულა . 1. კრიტერიუმების მკაფიო ნაკრები 2. ჩავიწეროთ დასკვნები და სტუდენტის ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები 3. მივაწოდოთ დადებითი გამოხმაურების 2 კომპონენტი, უარყოფითი გამოხმაურების 1 კომპონენტზე 4. მივაწოდოთ აშკარა , ვიწრო ორიენტირებული  გადაწყვეტა გაუმჯობედებისათვის. სტატია საკმაოდ საინტერესოა, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა ეს უნდა მოარგოს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებებს. ზოგჯერ დედა ერთ შვილთან რა მიდგომებსაც იყენებს, მეორე ან მესამე შვილთან საერთოდ არ ამართლებს. ასევეა მოსწავლეებიც, კლასებიც. თუმცა მოდით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შევჯერდეთ იმ აზრზე, რომ პოზიტიური უკუკავშირი ყველასთან ამართლებს. განსხვავება არის მხოლოდ დროსა და მომენტში, რა დროს და რა სიტუაციაში გამოვიყენებთ პოზიტიურ უკუკავ...

აიფონი თუ სამსუნგი

Изображение
 11-ა კლასში ასახსნელი იყო ფრაზები, რომლებიც შემდეგ მოსწავლეებს თავისი სიტყვებით, უნდა განემარტათ. სამწუხაროდ მხოლოდ წიგნის თანმხლებ რვეულში დავალების შ სრულდება არ ყოფნის ახალი მასალის განმტკიცებას. უკეთ გასააზრებლად საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტივობების მოფიქრება. ამისათვის ბავშვებს გავესაუბრე რომელი ტელეფონი უფრო ჯობდა : აიფონი თუ სამსუნგი. ყველამ გაკვირვებული შემომხედა. არ ეგონათ თუ ამ საკითხზე დავლაპარაკებოდი. არადა ვიცი როგორ უძნელდებათ წიგნის რვეულში მუშაობა და ცოტა მოტივაციაც უქვეითდებათ. ამიტომ მათ დაინტერესებლად დავსვი ეს შეკითხვა. რათქმაუნდა უმრავლესობის  პასუხი იყო აიფონი, რამდენიმემ თქვა სამსუნგი. შემდეგ დაფაზე დავხატეთ ორივე ტელეფონი და დავალება მივეცი : ახალი ფრაზების გამოყენებით შეედგინათ დიალოგი და მეგობრისთვის მიეწერათ sms. ძალიან სახალისოდ შეასრულეს დავალება და მეც გახარებული დავრჩი , რომ შედეგზე გავედი.