Сообщения

Сообщения за октябрь, 2024

წმინდა ეკატერინესადმი მიძღვნილი ღონისძიება

Изображение
 2024 წლის 20 ოქტომბერს მუხ იანის სამხედრო დასახლებაში არსებულ წმინდა ეკატერინეს ტაძარში გაიმართა ღონისძიება. წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები წმინდანის ცხოვრებიდან. 11 მომხსენებელმა ისაუბრა წმინდა ეკატერინეს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. დასასრულს მამა ილია ჩაკვეტაძის ლოცვა- კურთხევით დამსწრე საზოგადოება დაგვასაჩუქრეს წმინდანის ხატებითა და სანთლებით.

მფრინავი ფრაზები

Изображение
  არსებობს ფრაზები : ,, ჩვენ სხვანაირი ბავშვები ვიყავით" , ,,მე ხომ უკეთ ვიცი" , ,, მე შენამდე ვიყავი ბავშვი", ,,მე უკვე ეს გამოვლილი მაქვს",  ,,მე შენზე მეტი ვიცი, შენზე უფროსი ვარ", მე რომ შენხელა ვიყავი ეს უკვე ვიცოდი". ეს ფრაზები არამარტო არსებობს არამედ დაფრინავს და ყოველდღიურად ტრიალებს ჩვენს ცხოვრებაში. ამ ფრაზებს გავიგონებთ მაღაზაში, ტრანსპორტში, ქუჩაში. ჩავივლით და გვესმის, ვყიდულობთ და გვესმის, ვმგზავობთ და გვესმის.  ყოველთვის მიკვირდა რატომ? რატომ მესმის როცა იშვიათად ვაქცევ სხვის საუბარს ყურადღებას. საქმე იმაშია , რომ ამ დროს უფროსები განსაკუთრებულ ტემბრს ვიღებთ და სიამაყით წარვმოთქვამთ, გამვლელს გვინდა არ გვინდა ესმის. ამაში კიდევ არაფერია ცუდი.... ყველაზე რთულია რომ გააყოლებ სმენას მხედველობას, ფრაზის მთქმელთან უნებლიეთ მიიხედავ და !!!...... დაგხვდება დაჩაგრული, ყურებჩამოყრილი, დარცხვენილი  პატარა. რატომ ვუშლით პატარებს თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ, თუნდაც პირველად ვერ მიაღწიონ შედეგს. იგრძნონ ის წარუმატებლობა, უფრო მეტად რომ გაძლიერ...