3 მარტი ,, დედის დღე”
ქ.ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა 2024 წლის 4 მარტს ჩაატარეს დედის დღის მიმართ მიძღვნილი ღონისძიება. კლასის ხელმძღვანელის ნანი ბაბუნაშვილის თაოსნობით, დირექციის ხელშეწყობითა და მშობლების თანადგომით. მოსწავლეებმა წარმოადგინწს დედისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები, ცნობილი სიმღერები და ხალხური ცეკვის ნიმუშები. კლასი მორთული იყო იასამნისფერ და თეთრ ფერებში რაც გახლდათ სიმბოლიკა იის ანუ დედისა. გ. ლეონიძე ამბობს : ,, დედის ცრემლებზე ის ამოსულაო”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-19 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და ონლაინ ჩართვით მანეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სადახლოს მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ღონისძიებას, გზა და გზა ერთვებოდნენ და ტაშით ამხნევებდნენ დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებს. ეს იყო გაზაფხულის ნამდვილი ზეიმი.





Комментарии
Отправить комментарий