მფრინავი ფრაზები


 არსებობს ფრაზები : ,, ჩვენ სხვანაირი ბავშვები ვიყავით", ,,მე ხომ უკეთ ვიცი", ,,მე შენამდე ვიყავი ბავშვი", ,,მე უკვე ეს გამოვლილი მაქვს",  ,,მე შენზე მეტი ვიცი, შენზე უფროსი ვარ", მე რომ შენხელა ვიყავი ეს უკვე ვიცოდი". ეს ფრაზები არამარტო არსებობს არამედ დაფრინავს და ყოველდღიურად ტრიალებს ჩვენს ცხოვრებაში. ამ ფრაზებს გავიგონებთ მაღაზაში, ტრანსპორტში, ქუჩაში. ჩავივლით და გვესმის, ვყიდულობთ და გვესმის, ვმგზავობთ და გვესმის. 

ყოველთვის მიკვირდა რატომ? რატომ მესმის როცა იშვიათად ვაქცევ სხვის საუბარს ყურადღებას. საქმე იმაშია , რომ ამ დროს უფროსები განსაკუთრებულ ტემბრს ვიღებთ და სიამაყით წარვმოთქვამთ, გამვლელს გვინდა არ გვინდა ესმის. ამაში კიდევ არაფერია ცუდი.... ყველაზე რთულია რომ გააყოლებ სმენას მხედველობას, ფრაზის მთქმელთან უნებლიეთ მიიხედავ და !!!...... დაგხვდება დაჩაგრული, ყურებჩამოყრილი, დარცხვენილი  პატარა.
რატომ ვუშლით პატარებს თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ, თუნდაც პირველად ვერ მიაღწიონ შედეგს. იგრძნონ ის წარუმატებლობა, უფრო მეტად რომ გაძლიერდნენ და მეორედ სცადონ, ბრძლის უნარი გამოუმუშავდებათ. 
ჩვენი დათვური სამსახურით ბავშვებს უუნაროებად ვაქცევთ. ისინი ამის შემდეგ ჩვენ გვეჯაჭვებიან და ჩვენზე დამოკიდებული ხდებიან. ამის შემდეგ კი იწყება ახალი მფრინავი ფრაზები : ,, შენ ხომ უჩემოდ ვერაფერს აკეთებ", ,, ხელით სათრევი ხარ", ,, ერთხელ მაინც გააკეთეთ რამე რომ მე არ შემაწუხოთ", ,, დამასვენეთ", ,, ეს როგორ. გაკეთებულია, შენს ასაკში მე უკეთესად ვაკეთებდი". 
საბოლოოდ კი რა , ვიღებთ სრულიად დაბნეულ, თვითშეფასება დაკარგულ ბავშვს, რომელსაც უყალიბდება ე. წ. და სწავლილი უსუსურობა.
ბავშვი ხდება ინერტული, მოტივაცია დაკარგული, საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაკარგული.
ისმის კითხვა: რით ვუშველოთ ასეთ ბავშვებს? რა არის გამოსავალი?.
შალვა ამონაშვილი ამბობს:- 

Комментарии