აიფონი თუ სამსუნგი
11-ა კლასში ასახსნელი იყო ფრაზები, რომლებიც შემდეგ მოსწავლეებს თავისი სიტყვებით, უნდა განემარტათ. სამწუხაროდ მხოლოდ წიგნის თანმხლებ რვეულში დავალების შ სრულდება არ ყოფნის ახალი მასალის განმტკიცებას. უკეთ გასააზრებლად საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტივობების მოფიქრება.
ამისათვის ბავშვებს გავესაუბრე რომელი ტელეფონი უფრო ჯობდა : აიფონი თუ სამსუნგი. ყველამ გაკვირვებული შემომხედა. არ ეგონათ თუ ამ საკითხზე დავლაპარაკებოდი. არადა ვიცი როგორ უძნელდებათ წიგნის რვეულში მუშაობა და ცოტა მოტივაციაც უქვეითდებათ. ამიტომ მათ დაინტერესებლად დავსვი ეს შეკითხვა. რათქმაუნდა უმრავლესობის პასუხი იყო აიფონი, რამდენიმემ თქვა სამსუნგი. შემდეგ დაფაზე დავხატეთ ორივე ტელეფონი და დავალება მივეცი : ახალი ფრაზების გამოყენებით შეედგინათ დიალოგი და მეგობრისთვის მიეწერათ sms. ძალიან სახალისოდ შეასრულეს დავალება და მეც გახარებული დავრჩი , რომ შედეგზე გავედი.



Комментарии
Отправить комментарий