პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - თემა ,,რესურსის მეშვეობით მოტივაციის გაზრდა და შედეგზე ორიენტირება"

               
                                             ეკატერინე ბუხაიძის


                                  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
                                                    თემაზე

                          რესურსის მეშვეობით მოტივაციის გაზრდა 
                                                      და 
                                        შედეგზე ორიენტირება


         სსიპ მარნეულის  მუნიციპალიტეტის სადახლოს       1-ლი საჯარო სკოლა                                                                                                                                                      




                                               2018 წელი


                                   
                                              სარჩევი



თემის  აქტუალობა--------------------------------

სიტუაციის ანალიზი -------------------

ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------

ინტერვენცია----------------------------

შედეგების ანალიზი-----------------------------

საბოლოო დასკვნები და მიგნებები------------

გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------




                           თემის  აქტუალობა
           აღსაზრდელებისათვისდიდ პრობლემას წარმოადგენს სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა,განსაკუთრებით კი არაქართველი მოსწავლეებისათვის,რომლებსაც საკმაოდ  სჭირდებათ ქართული ენის შესწავლისთვის მზაობა და შინაგანი თუ გარეგანი მოტივაციის ამაღლება.მოტივაციის ამაღლებისთვის კი მოსწავლეებს ესაჭიროებათ დამატებითი რესურსის შეტანა,მაგ:მოსასმენი ტექსტი, დამატებითი ილუსტრაციები,ფილმის ჩვენება  და სხვა,ამისათვის კი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები.მათ უნდა გაიაზრონ,რომ ქართული ენის შესწავლა  ცხოვრებისეულ,სოციალურ და სხვა სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარებათ. გავარკვიოთ რას მოითხოვს სტანდარტი.

 მეთერთმეტე კლასის სტანდარტი მოითხოვს (მე-7 დონე)
7.1.მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე

ინდიკატორები
ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს არავერბალური ხერხებით: ყურადღებიანი მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
სასაუბრო სიტუაციაში ითხოვს თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის დაზუსტებას (ვერ მიგიხვდი / მიგიხვდით; ხომ არ გაიმეორებ? / გაიმეორებთ? რას გულისხმობ? / გულისხმობთ?);
აზრის დასაზუსტებლად იმეორებს თანამოსაუბრის ნათქვამს (როგორც გავიგე, შენი/თქვენი აზრით, შენ/თქვენ თვლი/თვლით...);
მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
მოსმენილ ინფორმაციაში განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან (შეფასებებისგან);
ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
აქცენტს აკეთებს (ინტონაციით, პერიფრაზით, განმარტებებით...) ზეპირი გამოსვლის არსებით საკითხებზე;
თანამიმდევრულად გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის შინაარსს / ამბავს პირადი გამოცდილებიდან;
მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
7.2 მოსწავლეს შეუძლია მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა

ინდიკატორები
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.





                                              კვლევის მიანი

            კვლევა განვახორციელე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს # 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასეებში.ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის მიზანი იყო გამერკვია რა აღძრავდა უფრო ეფექტურად მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესს , გაკვეთილზე  ჩართულობას და  რა გააქტიურებდა მათ მოტივაციას შედეგზე ორიენტირეისათვის.     
         საკვლევი თემის განსაზღვრაში დამეხმარა საკუთარი დაკვირვება   სხვადასხვა საგაკვეთილო პოცესებზე ,პროექტებზე . გავითვალისწინე ჩემი და სხვისი გამოცდილება შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ეფექტურად წარმართვისა.თვითდაკვირვების დოკუმენტირებისათვის ვაწარმოებდი დღიურს გეგმების,ახალი იდეების საინტერესო რესურსის შესახებ.მივმართავდი სხვადასხვა წერით და ზეპირ გამოკითხვებს პრობლემაზე ორიენტირებისათვის.       
      ჩემი მიზანი იყო გამერკვია რა ზემოქმედებას მოახდენდა რესურსი მოტივაციაზე და დაეხმარებოდა თუ არა მოსწავლეებს მეორე ენის უკეთ შესწავლაში.


                                საკვლევი საკითხები

           როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია
მოტივაციის ამაღლებაზე მოახდენს თუ არა ზეგავლენას გაკვეთილზე შეტანილი დამატებითი რესურსები(პოსტერები,მოსასმენი ტექსტები,ფილმები და სხვა).

                               სიტუაციის ანალიზი  
              იმისათვის რომ ზუსტად გამეანალიზებინა პრობლემა კვლევის დასაწყისში  მე-11-ე კლასში  თემის დასასრულს (მეშვიდე დონე- პირველი ნაბიჯები) ჩავატარე ტესტირება.ტესტებში შესული იყო საკმაოდ მარტივი ტიპის ღია და დახურული დავალებები კოსმოსის(პლანეტები,მზის სისტემა) თემასთან დაკავშირებით.
              ტესტირების შემდეგ გამოჩნდა ,რომ კლასისი ნაწილმა ბოლომდე არ შეასრულეს დავალებები. დროში ვერ გაანაწილეს.ამავდროულად მათთვის ეს სამუშაო იყო მოსაბეზრებელი და მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო შესრულებული.ხოლო ნაწილმა ვისაც ლექსიკური მარაგის სიმცირე აქვს და თარგმნის პრობლემა,დავალებების კითხვისგან თავის არიდების მიზნით გადაწერას და გზის გაიოლებას მიმართეს.
              ტესტირებამ ცხადყო,რომ მოსწავლეს მხოლოდ წიგნში დაბეჭდილი ილუსტრაციები ვერ აღუძრავს მოტივაციას და ვიდეო მასალის(თემასთან კავშირში) გარეშე ჩატარებული გაკვეთილები ვერ ზრდის მათ ინტერესს თემისადმი.მასწავლებელიუნდა გასცდეს წიგნის ჩარჩოებს
(ტესტირების ფოტოები)

 ლიტერატურის მიმოხილვა
1.დიმიტრი უზნაძის -განწყბის თეორია
2.ჟურნალი მასწავლებელი,,სწავლის მოტივაცია“–მარიკა სიხარულიძე
3.ჟურნალი მასწავლებელი,,როგორ ავიმაღლოთ სწავლის მოტივაცია“–თამარ კაციტაძე
4 edu.aris .ge .- ,,როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია სწავლი პროცესში“
5. “ როგორ წავრმართოთ პედაგოგიური კვლევაბიhttps://www.slideshare.net/koliashvili/ss-38052956?next_slideshow=1



                      მოტივაციის გარეშე არაფერი არ არსებობს,მოტივაცია არის ყოველგვარი ჩვენს მიერ წამოწყებული საქმის მამოძრავებელი ძალა.მუდმივად მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემას,რომელიც ცუდად სწავლობს,ხომ არ ჯობია შინაგანი  მოტივაცია ავუმაღლო და დავანახოთ რომ მას ეს ძალიან სჭირდება.ის რასაც ახლა იძულებით ან თუნდაც ნებაყოფლობით ისწავლის  მისი მომავალი ამ ცოდნაზე იქნება დამოკიდებული .სჯობს სიზარმაცე გადალახოს ,ისწავლოს და პროფესია აირჩიოს,რომელსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებს.ანუ მოკლედ რომ ვთქვა მოსწავლეს მინდა დავანახო სწავლის საჭიროება.
  მოტივაციის ამაღლებისათვის კლასში მინდა შევიტანო სხვადასხვა პოსტერები,რომლებიც ახსნილ მასალასთან იქნება კავშირში,ასევე მოსასმენი ტექსტები,ვიდეოები.წიგნში მოცემული  მწირი ინფორმაციის ფონზე ეს მათი თვალსაწიერის გაფართოებისათვის საუკეთესო გზა იქნება.
მე-11ა კლასში შევიტანე თემაზე - ,,პლანეტების სამყარო" საინტერესო ვიდეო ,რომელიც არ იყო გახმოვანებული ,მოლოდ ტიტრები ეწერებოდა სხვადასხვა პლანეტების ჩვენების დროს.
https://www.youtube.com/watch?v=gTqFn77BaPk
ჯერ ვაყურებინე ვიდეო,შემდეგ მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად და მივეცი დავალება პრეზენტაციის დროს  პრეზენტატორებს  გაეხმოვანებინათ ვიდეო , ესაუბრათ პლანეტების შესახებ(აეღწერათ ფოტოები).
       დასაწყისში ვიდეო ვაყურებინე, მაგრამ არ ვუთხარი რის შესახებ იქნებოდა.ეს იმიტომ გავაკეთე,რომ დამეინტერესებინა .
    შევიტანე დამატებითი ლიტერატურა, ფერადი ილუსტრირებული წიგნები პლანეტებზე.
დავალება მივეცი გაეკეთებინათ პოსტერი ,თვითონ დაეხატად ,სახელები დაეწერათ და თანმიმდევრულად სიდიდის მიხედვით გაენაწილებინათ .
ტესტირების ფოტო
წინა ტესტირებასთან შედარებით შედეგი საკმაოდ მაღალია

 
      უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია ჩამოყალიბდა 1910-1016 წლებში.ის თვლიდა რომ პედაგოგიკის საგანს აღზრდა წარმოადგენს ,ანუ სწრაფვა-სრულყოფილებისაკენ.პედაგოგიკა კი ეფუძვნება ბავშვის ფსიქოლოგიური  არსის შემეცნებას.უზნაძე მიდის აღმზრდელობითი პროცესის უმთავრესი წინააღმდეგობის აღმოჩენამდე,ანუ : ,,აღზრდის ძირითად ტრაგედიამდე“.უფსკრული აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის მისწრაფებების სხვაობის გამო ჩნდება.აღმზრდელს აღსაზრდელისთვის კეთილდღეობა უნდა ,სინამდვილეში კი არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს ,არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით.ის რაც აღმზრდელისთვის კეთილდღეობას წარმოადგენს,აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებას წარმოადგენს- წერს უზნაძე.ამიტომ საჭიროა მოსწავლის სულიერი და პიროვნული სიმდიდრის ,მისი ბუნებრივი განვითარების ეტაპების ღრმა შესწავლა.უზნაძის აზრით მასავლებელმა უნდა შეძლოს ემპირიული ზედაპირიდან  ადამიანის არსში შეღწევა,ბავშვის ბუნების წვდომა

       ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი,რომ მშობლებმა ქართული არ იციან და         შესაბამისად ვერ ეხმარებიან შვილებს შესწავლის დროს,რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ ქართლი  საუბარი არც ტელევიზიიდან,რადიოდან და გარემოდან არ ესმით სადაც ცხოვრობენ.
           სოფელი სადახლო არის საზღვრისპირა დასახლება სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმოადგენენ,ამიტომ მოსწავლე იზრდება არაქართულ გარემოში,უსმენს არაქართულ არხებს,მეგობრობს ეთნიკურად აზერბაიჯანელ ბავშვებთან ,შესაბამისად უჭირს ენის შესწავლა და მოტივაციაც უქვეითდება ქართული დაუფლებისა რადგან უპრობლემოდ ახერხებს არსებულ სიტუაციაში განვითარებას.   (ენი ს ცოდნის გარეშეც).         
         ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება.ანკეტის მსგავსი კითხვარი უნდა შეევსოთ მოსწავლეებს.ჩემი მიზანი იყო გამერკვია რა იწვევდა მათ მოტივაციის დაქვეითებას,რატომ უქრებოდათ ინტერესი ქართული შესწავლის მიმართ.

პირველი კლასიდან დაიწყეთ თუ არა ქართულის სწავლა დიახ არა
იციან თუ არა მშობლებმა ქართული(გეხმარებოდნენ თუ არა)
სირთულეს წარმოადგენს თქვენთვის ქართულის შესწავლა
საინტერესოა ქართულის გაკვეთილები
უყურებდით ქართულად გახმოვანებულ ფილმებს ქართულის გაკვეთილზე
მოგწონთ ქართულის გაკვეთილზე დამატებით შემოტანილი რესურსი
როგორ ფიქრობთ გჭირდებათ ქართული ენის შესწავლა
დაგეხმარებათ ქართულის ცოდნამომავალში, კარიერულ წინსვლაში

ანკეტის ფოტოები

პროცენტულად რა შედეგი მიჩვენა ანკეტის პასუხებმა

ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
(ლიტერატურა-მანანა ბოჭორიშვილი-სასწავლო მასალა და რესურსი
დარეჯან ლორთქიფანიძე-პრაქტიკული გაკვეთილი
ნინო ნასყიდაშვილი-საგაკვეთილო რესურსი)

განათლების ექსპერტები გვირჩევენ რომ რესურსი უნდა იყოს კონტექსტუალიზებული,უნდა დააინტერესოს მოსწავლე,რომ უბიძგოს თემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებისათვის.რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის გარშემო არსებულ გარემოს,მოსწავლის შესაძლებლობებს.ამონაწერი ეროვნული სასწავლო გეგმიდან: თავი II. საგანმანათლებლო რესურსები, მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.

საგანმანათლებლო რესურსად შეიძლება გამოვიყენოთ ყველაფერი რაც ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება,რესურსის მოძებნა დღეს დიდ  სირთულეს არ წარმოადგენს .შეგვიძლია სურათი,ვიდეო,ანიმაცია,პოსტერი,მოსასმენი ტექსტი,ფილმი და სხვა უამრავი მასალა შევიტანოთ
მოსასმენი ტექსტები
მოსასმენი ტექსტის დისკები სახელმძღვანელოებსაც მოყვებათ,მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება მათი გამოყენება. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ მოსწავლე ეჩვევა მასწავლებლის ხმას და ინტონაციას,მოცემულ მდგომარეობაში იგებს თარგმანს ,მაგრამ ავთენტურ სიტუაციაში უკვე უმოქმედო ხდება.ამიტომ ისედაც ქართულ გარემოს მოკლებული ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია მოსასმენი ტექსტების გამოყენებარომ იქ წარმოთქმულ სწრაფ მეტყველებას ,განსხვავებულ  ინტონაციას შეეჩვიოს.
        კვლევის შედეგად გამოჩნდა ,რომ კლასი სადაც ხშირად შემქონდა მოსასმენი ტექსტები,მოსწავლეები ,,ყურს აჩვევდნენ"რთულ გამოთქმებს ახალ მასალას შედარებით ადვილად იგებდნენ,სიტყვებსაც კონტექსტის მიხედვით მარტივად თარგმნიდნენ.
თემასთან დაკავშირებული პოსტერების შეტანა
ორ სხვადასხვა კლასში შევიტანე ტექსტი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით.ტექსტი არ იყო არც მოცულობით დიდი და არც ძალიან რთული ,მაგრამ პოსტერის გარეშე ვერ გაიაზრეს ბავშვებმა დღესასწაულზე რა ხდებოდა,მაგალითად -თბილისობის დღესასწაულზე იმართება - ბაზრობა,გამოოფენა- გაყიდვა და გართობა და სხვსდასხვა ღონისძიებები. რაც შეეხება მეორე კლასს სიტყვიერად ვესაუბრე თბილისობის შესახებ(რა იმართებოდა და როდის) გავშალე დიდი პოსტერი დაფაზე სადაც გამოსახული იყო ბაზრობისა და გამოფენა გაყიდვის ეპიზოდები.შედეგად  მეტად საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილი ,მეორე კლასმა პირველ კლასთან შედარებით კარგად გაიგეს დედაქალაქის დღესასწაულის შესახებ და ლექსიკური ერთეულებიც მხედველობითი მეხსიერების ფონზე უკეთ გააქტიურეს.
ფილმის ჩვენება
      სახელმძღვანელოში შესულია ნაწყვეტები ისეთი ნაწარმოებებიდან რომელთა ეკრანიზაციაც გვაქვს, მაგალითად - ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსი,, პამელა ტრავერსის ,,მერი პოპინსი", არჩილ სულაკაურის  ,, ზევით ქვევით ". არაქართველი მოსწავლეები ნაკლებად უყურებენ ქართულ არხებს,შესაბამისად არ აქვთ ეს ფილმები ნანახი,ამიტომ ტექსტის შესწავლის შემდეგ ( როცა გაიარეს ,,ჰელადოსი" )ყოველთვის ვთვლი საწიროდ  ფილმი ვაჩვენო.
    ფილმის მსვლელობის დროს ,იყო მხიარული შეძახილები - ეს  ჯემალია,ეს იანგულია,ბავშვებს მოსწონდათ ნაცნობი პერსონაჟების ფილმში ამოცნობა.განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფინალში, საყვარელი პერსონაჯის გარდაცვალებით გამოწვეული ემოცია, რომლის შესახებ სახელმძღვანელოში არაფერი სწერია.
რესურსის შექმნა
 განათლების ექსპერტები გვირჩევენ  რომ რესურსი უნდა იყოს :
1. კონტექსტუალიზებული,
2. უნარების ინტეგრირების ხელშემწყობი,
3 . სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განმავითარებელი, 4. სიღრმისეული წვდომის ხელშემწყობი,
5.ინტერაქციის მასტიმულირებელი,
6.სანდო წყაროებიდან მოპოვებული,
7.გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, 8.ადვილად გასაგები ინსტრუქციით დასაბუთებული, მოქნილი” (მ. ბოჭორიშვილი)
  დავეყრდენი ზემოთ დასახელებულ  რჩევებს და გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად შემექმნა რესურსი ,რაც მათ ჩართულობას და მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდიდა.კვლევის შედეგად გავარკვიე ,რომ არცერთი რესურსის შეტანას გაკვეთილზე ისეთი შედეგი არ მოჰყოლია,როგორც იმას როცა  მოსწავლეები თავისი ხელით ქმნიდნენ რესურსს.
  მოსწავლეებნა შექმნეს ადაპტირებული   წიგნები,თავად გაუკეთეს ილუსტრირება,დანომრეს გვერდები,გააფორმეს ყრდა და დააკაბადონეს.
რესურსის შექმნან იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია,რომ გადავწყვიტე ისევ გამომეყენებინა ეს მეთოდი ჩემს კლასებში.ვინაიდან მე-11 ა კლასში რამოდენიმე მოსწავლეებს ხშირად სჭირდებათ მითითება ,რომ მოისმინონ წაიკითხონ (ინტერესი აქვთ დაკარგული,მოწესრიგებულობის პრობლემაც აქვთ,ავიწყდებათ დავალეის დაწერა,წიგნის მოტანა) გადავწყვიტე ,,გვეთამაშა" - მასწავლებლობანა.კვირის იმ დღეს როცა ქართული ორჯერ გვაქვს შევთანხდით რიგრიგობით ტითოეული მათგანი იქნებოდა მასწავლებელი ,მე კი დავჯდებოდი კლასში მოსწავლების გვერდით არა როგორც დამსწრე და შემფასებელი არამედ როგორც რიგითი მოსწავლე,რომელიც ხელის აწევით გამოვთქვამდი ჩემს აზრს მათი თანაკლასელის მსგავსად.
  შედეგმა მოლოდის გადააჭარბა,ინტერესი გაუჩნდათ ,გამოცოცხლდნენ,ცდილობდნენ სულ ქართულად ელაპარაკათ რადგან ქართულის მასწავლებლის როლი მოირგეს.
ვიდეოს ყურება
ზოგჯერ საათნახევრიანი ფილმის შეტანას ვერ ახერხებ გაკვეთილზე,რადგან ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს,ასევე ფილმის ყურება გულისხმობს გარკვეულ მობილიზებას,საჭიროებს მზაობას.ერთ გაკვეთილზე ძნელია სხვა შეიძლება ერტმა ფილა სამი გაკვეთილი მაინც მოიცავს,შესაამისად შირად ვერ აყურებინებ ფილმებს მოსწავლეებს.ამ დროს თუ დამატებითი რესურსის შეტანა გვინდა კარგი გამოსავალია მცირე ხნიანი ვიდეოების ჩვენება.მაგალითად ვერ მოვიპოვე მერი პოპინდსის ქართული თარგმანი ,ამიტომ შევიტანე(7-8 წუთიანი)ვიდეო-
www.youtube.com/watch?v=bO9dpjGvTRQ

შედეგების ანალიზი
დასკვნები,მიგნებები,რეკომენდაციები
        კვლევის შედეგად გამოიკვეთა ,რომ რესურსის შეტანა კლასში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგალითად  : - მოწესრიგებული ელექტრო სადენები და ჩამრთველები,რაც აუცილებელია კომპიუტერისა და პროექტორის ჩართვისათვის.ასევე გამოყოფილი ოთახი სადაც მათთვის განკუთვნილ კარადაში შეძლებენ მოსწავლეები შექმნილი რესურსის შენახვას.ფანჯარაზე ფარდა -ჟალუზები,რათა  ფილმის ყურება  მეტად აღსაქმელი გახდეს.ასევე ხმის გამაძლიერებლები,ხმა ყველესთვის მისაწვდომი ,რომ გახდეს.
         რესურსის შეტანა სხვადასხვა კლასებში სხვადასხვა თავისებურებებთან არის დაკავშირებული,ზოგიერთ მოსწავლეს არ ყოფნის ნებისყოფაა მთელი გაკვეთილის მანძილზე ფილმს უყუროს,მაგრამ სიამოვნებით აკვირდება და აღწერს პოსტერებს.ანუ როგორც კვლევის დასწყისში აღვნიშნე რესურსის შეტანის დროს უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეების ინტერესები. 
 






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აიფონი თუ სამსუნგი

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

შვლის ნუკრის ნაამბობი