მეხუთე კლასელებისთვის შექმნილი რესურსი ,,ზმნების ლოტო"

 მეხუთე კლასელებისათვის შევქმენი რესურსი.ისინი სწავლობენ მე-5 დონის სახელმძღბანელოს.ესგ კი მათგან მოითხობს ქართ.v.8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება -გაანალიზება. ამიტომ რესურსის მიზანი არის-ზმნების შესწავლა და გააქტიურება.რაც მათ დაეხმარებათ  სახელმძრვანელოში წარმოდგენილი სხვადასხვა ჟანრის ტექსტების გაგებაში.
    რესურსი შევქმენი საჭიროებიდან გამომდინარე,რესურსის შექმნამდე მოსწავლეებს წავაკითხე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები .მათ გაუჭირდათ კითხვისას წინადადების თარგმნა,რადგან არ ესმოდათ ზმნების მნიშვნელობა ,ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ლოტო სახელად ,,ზმნებით თამაში”.ლოტო შედგება   შვიდი ბარათისა და ორმოცდაორი ფირფიტისაგან სადაც გამოსახულია სხვადასხვა მოქმედებები .თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: შვიდმა მოსწავლემ უნდა გაინაწილონ ბარათები,ქისიდან გადმოიღონ ორმოცდაორივე ფირფიტა და ამოაბრუნონ ,რათა ნახატები განაწილებამდე არ დაინახონ. შემდეგ კი მორიგეობით აიღონ ფირფიტები და დაალაგონ ბარათის იმ ნაწილზე(ბარათი 6 ნაწილისგან შედგება)სადაც მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა წერია.ვინც პირველად შეავსებს ბარათს ფირფიტებით ის იქნება გამარჯვებული.
     თამაში მეტად სახალისოა,სისწრაფესა და სისხარტეზეა დამოკიდებული ზრდის ჩართულობის დონეს,ავითარებს მათ უნარებს,უმაღლებს მოტივაციას,რდგან ისეთმა მოსწავლეებმაც მიიღეს თამაშში მონაწილეობა ვინც არ ინტერესდება საგაკვეთილო პროცესით.ავითარებს ბავშვის გონებას,ასწავლის ზმნებს,ამდიდრებს ლექსიკას.
 მოსწავლე როცა კითხულობს ტექსტებს სახელმძღვანელოში(მე-5 დონე) უჭირს ამოკითხული სიტყვის(უფრო მეტად ზმნების) თარგმანა,გონებაში გააზრება ,მაგალითად კითხულობს ზმნას-უყურებს და ფიქრობს ,რადგან თვალი მოკრა ფუძეს-,,ყურ” ეს ზმნა უნდა ნიშნავსეს- უსმენს.რესურსის დახმარებით კი ილუსტრაცია დაეხმარება სწრაფად გამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა და შემდეგ ეს გამოცდილება სახელმძღვანელოს ტექსტების კითხვისა და გააზრების დროსაც გამოიყენოს.
‘რესურსის გამოყენებისას ერთმა პრობლემამ იჩინა თავი.კლასში 15 ბავშვია ლოტოს კი შვიდი ბავშვი თამაშობს,ამიტომ ეს ფაქტი ცოტა  გულისწყვეტას და უთანხმოებას იწვევს.პრობლემა მოსაგვარებლად დასაწყისში მკაფიო ინსტრუქციას ვაძლევ,ყოველი გამარჯვებულის ადგილს დაიკავებს რიგრიგობით ყოველი შემდგომი ბავშვი,ამიტომ ყურადღებით უნდა იყვნენ და დაელოდონ თავის რიგს.
     ამრიგად რესურსის დახმარებით შეძლეს მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით 42 ზმნის შესწავლა. ზმნა წინადადების ბირთვია,თუ მოსწავლეს საკმარისი ლექსიკური მარაგი ექნება,თავისუფლად შეძლებს წინადადების შედგენას,საუბარს.
 ამ მარტივი ზმნების შესწავლით მოსწავლე მყარ საძირკველს ქმნის,რომელსაც შემდეგ დააშენებს ახალ-ახალ მასალას,გააღრმავებს ცოდნას.
პედააგოგიურ პრაქტიკაში დაკვირვებამ აჩვენა ,რომ რესურსის შეტანით უფრო ვიიოლებთ შედეგზე მისასვლელ გზას.ამ რესურსის გამოყენებით საკმაოდ მოკლე დროში შევძელი იმ რთული ზმნების სწავლება და  რასაც ერთი სემესტრი მაინც დასჭირდებოდა.


აღნიშნული რესურსი დაეხმარება ჩემს კოლეგებს წიგნის ტექსტებში გადმოცემული ზმნების მარტივად ახსნაში და მიწოდებაში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აიფონი თუ სამსუნგი

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

შვლის ნუკრის ნაამბობი