მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით სკოლებში გამართულ კონფერენციაზე ჩემი მოსწავლეებიც წარსდგნენ
საკონფერენციო თემა იყო-,,ჩემი სოფლის დადებითი და უარყოფითი მხარეები".კონფერენციისთვის მოემზადნენ: ასლი აივაზოვა,არზუ ბაირამოვა,რივეიდა ხუდიევა.თემამ მოწონება დაიმსახურა,გადმომეცა სიგელი და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა წიგნებით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფლის დადებითი მხარეებზე,რომ გვაქვს სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი,ბანკი,მობილური ქსელების ოფისი,ყველანაირი მაღაზია,რესტორანი,დარბაზი.სოფელში ფუნქციონირებს ორი სკოლა,მაგრამ არსებობს მეორე მხარეც!!!მათ თავად გადაიღეს და მოამზადეს ,,სლაიდ შოუ"დაბინძურებული მდინარე ბანოვშას შესახებ,ისაუბრე რომ არ აქვს სოფელს საკმარისი ნაგვის ურნები.მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარეში ყრის.ასევე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - გზის უსაფრთხოება.სკოლა მდებარეობს გზისპირას და საშიშია მოსწავლეებისათვის ,რადგან არ არის ხელოვნური ბარიერები,ასევე შუქნიშანი,რომ მოსწავლეებმა უსაფრთხო გადაჭრან გზა.
Комментарии
Отправить комментарий