პრაქტიკის კვლევა - სიტუაციის ანალიზი (ჩანაწერები,ტესტირება, ანკეტირება)



                                         სიტუაციის ანალიზი  

              იმისათვის რომ ზუსტად გამეანალიზებინა პრობლემა კვლევის დასაწყისში  მე-11-ე კლასში  თემის დასასრულს (მეშვიდე დონე- პირველი ნაბიჯები) ჩავატარე ტესტირება. ტესტებში შესული იყო საკმაოდ მარტივი ტიპის ღია და დახურული დავალებები კოსმოსის (პლანეტები,მზის სისტემა) თემასთან დაკავშირებით.
ვიცით რომ კვლევის დროს მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მას საკითხის შესწავლაში დაეხმარება მაგ: ფოტოები, ვიდეო ჩანაწერები, სკოლის დოკუმენტები, გამოკითხვის შემდეგ მიღებული მასალები, დაკვირვებები, ინტერვიუები და სხვა.
ანკეტირებაში  დამეხმარა კლასის ხელმძღვანელი. თავდაპირველად მოვიფიქრე 25 შეკითხვა, შემდეგ დავხვეწე და მხოლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო კითხვები დავტოვე, რომ თავიდან ამეცილებინა ბუნდოვანი საკითხები.
უფრო მეტად მივმართე დახურულ კითხვებს, რადგან გამოთვლისას პასუხების სიხშირის შესაძლებლობას  იძლევიან. ასევე გასაანალიზებლად უფრო მარტივია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. რაში გეხმარებათ ვიდეოს ყურება ?
ა. ახალი მასალის გააზრებაში 
ბ. ძველი და ახალი ცოდნის გამთლიანებაში
გ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს
2. ახალი სიტყვების შესწავლაში მოსასმენი ვიდეოები საჭიროა?
ა. ჩემთვის ახალი სიტყვები მოსმენის დროს გაუგებარია
ბ. უფრო ადვილად ვიმახსოვრებ მოსმენით ახალ სიტყვებს
გ. ნაწილი ბუნდოვანია, ნაწილი კი არა
3.როგორი რესურსი გაინტერესებთ თქვენს მიერ შექმნილი, თუ მზა სახით მიღებული
ა.ჩვენს მიერ შექმნილი
ბ.მზა სახით
გ. ჯერ მსგავსის ნახვა და შემდეგ მის მიხედვით დამზადება
3.ყველაზე დიდი ინტერესით რომელ საგანს სწავლებთ?
ა.თითქმის ყველა საგანს
ბ. მხოლოდ უცხო ენებს
გ. მხოლოდ ქართულ ენას
4.რას შეცვლიდით გაკვეთილზე, რომ უფრო საინტერესო იყოს
ა. ქართულის კაბინეტს
ბ.შეფასების სისტემას
გ.სახელმძრვანელოებს
5.როგორ ფიქრობთ თარგმანი უფრო გაგიადვილებთ ენის შესწავლას
ა. უფრო გაართულებს
ბ. უფრო სწრაფად შევისწავლი
გ. გაგვაზარმაცებს, გამოიწვევს მიჩვევას
მივმართე კითხვების შედგენის რეიტინგის სკალას.ეს კვლევის დროს ძალიან მოსახერხებელი იყო.სადაც პასუხების პართო დიაპაზონია. ეს მეხმარება რესპოდენტთა დამოკიდებულების გაზომვაში და შედეგების რაოდენობრივი სახით წარმოდგენაში.
ეთანხმები, რომ ყოველ გაკვეთილზე გამოყენებული უნდა იყოს  კომპიუტერი და პროექტორი?
1- სრულიად არ ვეთანხმები
2 - არ ვეთანხმები
3 - ვეთანხმები
4 - სრულიად ვეთანხმები
გაკვეთილეს სწავლას რამდენ დროს ანდომებ?
1 - ერთ საათს
2 - ერთ საათზე მეტს
3 - საათზე ნაკჯლებს
4 - ნახევარ საათს
ქართული ენის შესწავლის დროს  გეხმარებიან?
1- ნაწილობრივ
2- მთლიანად
3 - საშუალოდ
4 - არასოდეს

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აიფონი თუ სამსუნგი

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

შვლის ნუკრის ნაამბობი