რეფლექსია - კვლევის შედეგების გაზიარება

                                     კვლევის შედეგების გაზიარება 


 ქართულის კაბინეტში მონიტორის დახმარებით წარვადგინე პრეზენტაცია - სლაიდების მეშვეობით. პრეზენტაციამ ორი  აკადემიური საათი გასტანა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  შედეგების გაცნობა. მასწავლებელმა დაინახეს კვლევის დასაწყისში პროცენტული მაჩვენებელი ტესტირების და შემდეგ შედარება გააკეთეს კვლევის დასასრულს დაწერილ ტესტებს შორის - მნიშვნელმა ორმოცი ერთეულით მოიმატა.
     ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო მოსწავლეების უკუკავშირი

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ:

 -  კვლევის პროცესში დაინახეს მოტივაციის მნიშვნელობა.

 - დიდი ინფორმაცია გაიგეს მოტივაციის მნიშვნელობაზე, მოსწავლის ცხოვრებაში.

 - დარწმუნდნენ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობაში

 - ნებისმიერი წარმატება მიიღწევა შინაგანი მოტივაციის ამაღლებით

 - განსაკუთრებით მომეწონა - კონფერენცია, იქ მიღებული სიგელი და ვესტლის წიგნი საჩუქრად, ჩემთვის სტიმულის მომცემი იყო.

      საინტერესო იყო კოლეგების უკუკავშირი

კვლევის შედეგები დაეხმარებათ მოსწავლეების დაინტერესებაში
. გამოყენებული რესურსის მეშვეობით განახორციელებენ ეფექტურ გაკვეთილებს
. ინტერვენციებით განახორციელებელ გაუმჯობესებულ გაკვეთილს, სასკოლო პროექტს

პრეზენტაციის შემდეგ გამოთქვეს კოლეგებმა გამოთქვეს მოსაზრებები
= პრაქტიკის კვლევა ძალიან შრომატევადია, ჩანს რომ ენერგია და ძალები არ დაიშურა კვლევის სრულყოფისათვის
= ისეთი მიგნებებია, რაც მე გამომადგება როგორც მასწავლებელს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თვალსაჩინოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე ეს დაწყებით კლასში მეგონა. ახლა კი კვლევის შედეგად მივხვდით რომ არანაკლები დატვირთვა აქვს მაღალ კლასებშიც.
= ინტერვენციები დიდი ნაწილი სიახლე იყო და ჩემთვის აღმოჩენა.

კვლევამ ხელი შემიწყო საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაღრმავებაში. სანამ უფროსი მასწავლებელი გავხდებოდი, ორი წლის მანძილზე დამხმარე პედაგოგად ვმუშაობდი, შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის სრული დატვირთვა კლასის მასწავლებელზე ვრცელდებოდა მე კი გაკვეთილის მხოლოდ 15 წუთი მეკუთვნოდა. ბედნიერება ის იყო, რომ დამხმარე პედაგოგად ეთნიკურ უმცირესობებში ვმუშაობდი. ამ პაქტმა კი დიდი გამოცდილება მომცა. დამხმარე პედაგოგების დროს დიდ დროს ვუთმობდი რესურსის შექმნას, ვფიქრობდი მასწავლებლის ახსნილს ამით ხაზს გავუსვამდი. ახლა კი როცა მეც უფროსი პედაგოგი გავხდი და ვიხსენებ მაშინდელ გამოცდილებას ვხვდები, რომ მასწავლებელი არასდროს არ უნდა გაჩერდეს, ბუნებით მუდმივად მკვლევარი უნდა იყოს.
ვფიქრობკვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც
ვიმუშაო კვლევაზე საკუთარი და თანამშრომლების პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესების მიზნით .მე კვლავ გავაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას და შევეცდები ჩემი სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგების დახმარებით შევქმნა ეფექტური რესურსი და წარვმართო გაუმჯობესებული გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების  შესაბამისად. კვლევამ კიდევ ერთხელ მიჩვენა რომ არ არსებობს სუსტი მოსწავლე ,უბრალოდ არსებობს სუსტი მეთოდები, რომელსაც მუდმივი დახვეწა სჭირდება.









Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აიფონი თუ სამსუნგი

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

შვლის ნუკრის ნაამბობი