კვლევის ანგარიში - პრეზენტაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს # 1 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ეკატერინე ბუხაიძემ განახორციელა პრაქტიკის კვლევა თემაზე - ,, რესურსის მეშვეობით მოტივაციის ამაღლება და შედეგზე ორიენტირება “ . მან კოლეგებს სლაიდშოუს სახით წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო.
თავდაპირველად ისაუბრა კვლევის თითოეულ ეტაპზე : საკვლევი თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, სიტუაციის ანალიზი, საკვლევი საკითხები, ლიტრევიუ. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის შედეგების ანალიზი და საბოლოო დასკვნები .
სკოლის ადმინისტრაციასთან ჰქონდა შეთანხმებული კვლევის თემაც და კვლევის მიზანი, ინტერვენციების გეგმა. მან დაიცვა პრაქტიკის კვლევის დროს ეტიკური ნორმები.
პრეზენტაციის დასასრულს კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მოსაწონია მსგავსი კვლევების ჩატარება, რაც დადებითად აისახება არამარტო მოსწავლეების დადებით შედეგზე არამედ მთლიანად სკოლის წინსვლაზე. გაიზიარებენ კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნები.
კოლეგების დადებითი უკუკავშირი:
. კვლევის შედეგები დაეხმარებათ მოსწავლეების დაინტერესებაში
. გამოყენებული რესურსის მეშვეობით განახორციელებენ ეფექტურ გაკვეთილებს
. ინტერვენციებით განახორციელებელ გაუმჯობესებულ გაკვეთილს, სასკოლო პროექტს
= ქართული კათედრის წარმომადგენელმა - ხანუმ ალიევამ აღნიშნა -,, არსებული პრეზენტაციის შემდეგ თვალნათელი გახდა როგორ დავაინტერესო მოტივაცია დაკარგული მაღალკლასელები”.
= შეფასების ჯგუფის წევრმა - ნათელა შუბითიძემ აღნიშნა, რომ - ,, პრეზენტაციის შედეგად დავინახეთ რა მნიშვნელოვანია პრაქტიკის კვლევა”.
= ,,დავინახეთ კიდევ ერთხელ რა მნიშვნელოვანია მოტივაცია"
= ,, ამ კვლევის მეშვეობით უფრო დამაჯერებელი გახდა ის ფაქტი, რომ სწორად შერჩეული რესურსით ნებისმიერ მოსწავლეს დააინტერესებ და შედეგზე გაიყვან."
Комментарии
Отправить комментарий