9 აპრილთან დაკავშირებული შეხვედრა

 




დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, ქართულის კაბინეტში. მოსწავლეებს გავესაუბრეთ ამ ტრაგიკული და ამავდროულად მნიშვნელოვანი დღისმშესახებ.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა: ნათია შუბითიძემ, ულვია ხუდიევამ, სევინჯ მადინაევამ. შეხვედრა დაიწყო ქართული ენის პედაგპგმა  ნათია შუბითიძემ დოკუმენტური ფილმის ( მომიტინგეების დარბევა ) ჩვენებით და დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ამსახველი ვიდეო მასალით. საუბარი განაგრძო ქართულის პედაგოგმა ნურანა მასწავლებელმა ბაქოში მომხდარი ,, სისხლიანი იანვრის" ისტორიის მიმოხილვით და ფაქტთან დაკავშირებული პოსტერების განხილვით. მან პარალელი გაავლო 1089 წლის 9 აპრილსა და 1990 წლის იანვრის მოვლენებს შორის. საუბარში ჩაგვერთო ამავე სკოლის დამხმარე პედაგოგი ულვია ხუდიევა, რომელმაც შეძლო მეორე ენაზე ეთარგმნა სხვადასხვა ფაქტები.
საუბარი დავასრულე მე ამავე სკოლის კონსულტანტ - მასწავლებელმა ეკა ბუხაიძემ 9 აპრილის ფოტო მასალის ჩვენებით, ვისაუბრე  მშვიდობიანი მანიფესტაციის, დაღუპულების , ჯარისკაცების შემოსვლის შესახებ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აიფონი თუ სამსუნგი

,,ბიჭი ბოლო მერხზე"✏️📔📝

შვლის ნუკრის ნაამბობი