პოზიტიური უკუკავშირი
პოზიტიური უკუკავშირი
,,ფორმულა მასწავლებლებს პოზიტიური უკუკავშირის მისაღებად" - საინტერესო სტატია უკუკავშირის შესახებ. სტატიას შეგვიძლია გავეცნოთ ეტალონის ოფიციალურ გვერდზე.https://www.etaloni.ge/geo/main/index/98097. სტატიაში ვიგებთ, რომ პოზიტიური უკუკავშირისთვის დაგვეხმარება 4 დორმულა .
1. კრიტერიუმების მკაფიო ნაკრები
2. ჩავიწეროთ დასკვნები და სტუდენტის ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები
3. მივაწოდოთ დადებითი გამოხმაურების 2 კომპონენტი, უარყოფითი გამოხმაურების 1 კომპონენტზე
4. მივაწოდოთ აშკარა , ვიწრო ორიენტირებული გადაწყვეტა გაუმჯობედებისათვის.
სტატია საკმაოდ საინტერესოა, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა ეს უნდა მოარგოს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებებს.
ზოგჯერ დედა ერთ შვილთან რა მიდგომებსაც იყენებს, მეორე ან მესამე შვილთან საერთოდ არ ამართლებს. ასევეა მოსწავლეებიც, კლასებიც. თუმცა მოდით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შევჯერდეთ იმ აზრზე, რომ პოზიტიური უკუკავშირი ყველასთან ამართლებს. განსხვავება არის მხოლოდ დროსა და მომენტში, რა დროს და რა სიტუაციაში გამოვიყენებთ პოზიტიურ უკუკავშირს. რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება მაშინ გამოვიყენოთ, როცა მოსწავლე არასწორად იქცევა.
როცა მოსწავლის ქცევა შეუსაბამოა საგაკვეთილო პროცესთან.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოსწავლე შეგნებულად იქცევა არასწორად , ყურადღების მიქცევის მიზნით. ის ცდილობს იხმაუროს, სასკოლო ნივთები ძირს დაყაროს, თითქო შემთხვევით დაუვარდა. ან კლასელს თმა მოწიწკნოს, წიგნი წაართვას. მას ძალიან ესაჭიროება ყურადღება, თუნდაც კლასელის საწინააღმდეგო მოქმედებით, ან მასწავლებლის საყვედურით. მთავარია ყურადღება მიიქციოს და თავდაჯერება თუნდაც არასწორი საქციელით მოიპოვოს, პირველობა იგრძნოს.
ზოგჯერ მოსწავლე ჰიპერაქტიულია, მოუსვენარია, ვერ ისმენს დიდხანს ერთსა და იმავე ტექსტს, ბეზრდება ერთი და იგივე აქტივობა. ასეთი მოსწავლისგან არამც და არამც არ უნდა მოვითხოვოთ ერთ აადგილას ჯდომა, მოვუწოდოთ მკაცრად დისციპლინისკენ. ამით მხოლოს თავს შევაზარებთ და დავტანჯავთ. ამონაშვილი ამბობს - ,,ბავშვი უნდა იყოს ცელქი! უფრო მეტიც, ყველა ის ადამიანი, ვისაც ბავშვთან აქვს ურთიერთობა, უნდა იყოს ლაღი და ცელქი... ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ცელქი იყავით ბავშვობაში, მდიდრები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები შემდეგში ხდებიან ან მსახიობები, ან მეცნიერები, ან პოლიტიკოსები, ან რაღაც... ცელქი ბავშვი მომავალს იჭერს...".
ჩემი აზრით სიცელქეზე პოზიტიურ უკუკავშირს ვერ მივაწოდებ, მაგრამ გაკვეთილზე რასაც გააკეთებს, იწვალებს და იშრომებს, ნებისმიერი საქმე არ უნდა დავუკარგო. ვთქვათ გავამახვილე ყურადღება, როდესაც ცარცი დავარდება- ,, ყოჩაღ, შენ პირველმა მიირბინე დაფასთან და აიღე! ", ,, რა კარგი ბიჭი ხარ, არავინ დაგასწრო", ,, რა კეთილი ხარ, როგორ ზრუნავ სხვაზე". ბავშვმა უნდა იფიქროს , იგრძნოს და გაიაზროს , რომ გაკვეთილზე მნიშვნელოვანია, რომ ის უსათუოდ ვინმეს სჭირდება. ვფიქრობ არ უნდა დამეზაროს მოსწავლეებზე ასეთი სიტყვები, თუნდაც დროში ,,ვიჭედებოდე" და ოქროს წუთებს ვკარგავდე ( რასაც ახსნასა და გამოკითხვაში გამოვიყებევ ) .
,,ფსიქოლოგები გვთავაზობენ იმ ფრაზათა ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე და მასში არასრულფასოვნების შეგრძენებას აღვივებენ." https://newpress.ge/staties_id/2356
ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფსიქოლოგის ეს სტატია, რომელსაც presa.ge ავრცელებს. სტატიაში ვიგებთ, რომ არასდროს ბავშვს არ უნდა ვუთხრა - "ნახე, ქეთიმ ათიანი მიიღო, შენ კი - ცხრიანი...“.
შედარება მისთვის უკვე ნეგატიური უკუკავშირია. ყველა ადამიანი ინდივიდუალური შესაძლებლობებით იბადება, შესაბამისად ჩემს ერთ მოსწვლეს ვერ მოვთხოვ მეორის მსგავსად იდენტური ნიშანი მიიღოს. თუმცა მიმბაძველობა ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. თუ მე შევაქებ მაღალი აკადემიური დონის მოსწავლეს სხვასაც სურვილი გაუჩნდება მიბაძს მას. ამ დროს სულ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი მაგონდება. როგორ გაიზარდა ბავშვებში მიმბაძველობა, ინტერესი სპორტისადმი.
მცირედ შევეხე ჰიპერაქტიული და წარჩინებული მოსწავლის უკუკავშირს, თუმცა არაფერი მითქვამს ჩვეულებრივი ტიპურ მოსწავლეზე, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ.

Комментарии
Отправить комментарий