სპექტაკლი - ,, თევზე ხეზე"🐟🐟🐟
2025 წლის 14 აპრილს სადახლოს #1 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად დავდგით სპექტაკლი- ,, თევზე ხეზე". სპექტაკლის განხორციელებაში დამეხმარა ადგილობრივი საგნის პედაგოგი ხანუმ ველიევა. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ. გვყავდა სხვადასხვა პერსონაჟები :მთავარი მოქმედი პერსონაჟი ელი ნეკერსონი, ელის კლასელები, დედა, ძმა. მისის ჰოლი, მისტერ დენიელსი, მისტერ კესლერი, სკოლის დირექტორი, კითხვის კონსულტანტი.
სპექტაკლი შემდეგნაირად წარიმართა: ელის პატარა გოგონას, რომელსაც ძალიან უჭირს სწავლა( რისთვისაც კლასელები დასცინიან ), მისის ჰოლი დირექტორთან გაუშვებს, დირექტორი ეტყვის რომ თუ კარგად არ გააგრძელებს სწავლას , სკოლიდან გადაგდება, დაიბარეს დედამისს.
საბედნიეროდ მალევე ჩნდება ახალი მასწავლებელი მისტერ დენიელსი, რომელიც ელის აუხსნის, რომ დისლექსია აქვს და სულაც არ არის უჭკუო.
კითხვის კონსულტანტი დაეხმარება კითხვის სწავლაში და სპექტაკლის ბოლოს გახარებულ ელის გადახვევა კლასელი ჯესიკა, რომელსაც ძალიან უხარია მისი წარმატება. კლასელები კი რომლებიც აქამდე დასცინოდნენ ტაშით გაამხნევებენ.
სპექტაკლის ბოლოს გახარებულია ელიც.









Комментарии
Отправить комментарий