წოგნის კითხვით დაინტერესება📖📚📚
ჩემს მოსწაბლეებს როცა გაკვეთილს ვუხსნი და ახალი თემა ეხება, რომელიმე პოპულარული მწერლის ნაწარმოებს ვცდილობ ბიბლუსში წაბიდე და იმ მწერლის წიგნი შევიძინო. ამას ულვე დიდი ხანია ვაკეთებ. ამით მოსწავლე მინდა დავაინტერესო და მხოლოდ სახელმძღვანელოს ნაწყვეტებით არ მინდა დაინტერესდეს, არამედ მთლიანი წიგნით.მაგალითად ასე შევიძინე წიგნები : ,, თევზე ხეზე", ,, ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერზხე", ,, ოცდათხუთმეტი კილო იმედი", ,, გრძელფეხება მამილო", ,, ანა ფრანკის დღიური" და სხვა მრავალი 📚📚📚.
კლასში თემის დასასრულს შემქონდა წიგნები და ჯერ ვკითხავდი აბა ეს რა წიგნია? ძალიან უხატოდათ, რომ სახელმძღვანელოში უკვე ნასწავლი წიგნი შემქონდა სრული სახით. ითვლიდნენ ფურცლებს, აღნიშნავდნენ მათ რა ცოტა ისწაბლეს და წიგნში რამდენია. კითხულობდნენ წიგნს. რა თქმა უნდა ამა გაკვეთილის ფორმატში ვერ ვავატევდით და შემოვიღე წესი, რომ დაინტერწსებილ მოსწავლეევს ვატანფი სახლში წასაკითხად. არ ვიცი რამდენად კითხილბდნენ, თუმცა ნამდვილად მიბრუნებდნენ უკან დაუზიანებელს და თავის დროზეც😊.
ასევე დავაწესწ ჯილდო ვინც კარგად ისწავლიდა და იაქტიურებდა დაჯილდოვდებოდა საინტერესეო ქართველი მწერლების მოთხრობებით, ასევე 11 კლასში საუკეთესო მოსწავლეს გადავცემდით ვეფხისტყაოსანს 🏆.
მეტიც ზაფხულში რომ წიგნის სიყვარული არ განელებოდათ გვქონდა 10 კლასთან ონლაინ ჯგუფი, სასაც ვსაუბრობდით სხვადასხვა მწერლებზე და მათ წოგნებზე ( სექტემბერში დაბრუნებილებს კი 8 წიგნი გადავეცი საჩუქრად) სწორედ იმ 8 მწერლის.რომელზეც ვსაუბრობდით.
ერთი სიტყვით თავს ვიიმედებდი, რომ თუნდაც მცირე ნაწილს წიგნი შევაყვარე და ვფიქრობდი რომ ეს ნაძალადევი ,,კარცერ ლუქსი" ნელ-ნელა წიგნის კითხვის სიყვარულში გადაიზრდებოდა😁.
ნოემბრის შუა რიცხვენში მოსწავლეებს დავალება ჰქონდათ სახელმძღვანელოში, უნდა გაეკეთებინათ კომიქსი ტექსტის მიხედვით. მე ჯერ მივიტანე ძალიან პოპულარული კომიქსების წიგნი.ლამაზი დასურათებით ვაჩვენე. ბოლოს ყველაზე მონდომებულ გოგონას საზლში გავატანე. ძალიან საინტერესოა და სულ რაღაც 1 დღე სჭირდება, რომ თბალი გადაავლოთქო. (რადგან საკითხავი ტექსტები კომიქსში ნაკლებადაა).
2 კვირა გავიდა მერიდენოდა მეთქვა იქნებ ბავშვს ისე მოსწონს , რომ დაბრინება უძნელდება და გადავწყვიტე ჩ3მს შვილზე მეკითხა, რადგან წიგნი მისო იყო და თუ დამთანხმდებოდა , მეჩუქებინა.
დღეს 1_ ლი დეკემბერია და გაკვეთილის ბოლოს იმ მეთერთმეტე კლასელს ვკითხე იქნებ თუ დაამთავრე კითხვა წიგნი დამიბრუნოთქო. თავიდან იუარა - არა მასწავლებელო მე თქვენი წიგნი არ მაქვს ეს ორივე სახლიდან მობიტანე ჩემია და თან სკოლის წიგნს და სამუშაო რვეულს მაჩვენებს. მე მივხვდი რომ შეკითხვა ვერ გაიგო და ხელმეორედ ვუთხარი- არა მე რომ წიჰნი გათხოვე იქნებ ის დამიბრუნო, რადგან ჩემი შვილისააა. ისევ დაბნეული სახე ჰქონდ ავერ გაიგო რას ვეკითხებოდი, ბოლოს წინ მჯდომ გოგონას გაახსენდა და უთხრა აზერბაიჯანულად - მან წიგნი გათხოვა ფერადი და შენ უნს აწაგეკითხა. მხოლოდ ამის.მერე წაიშინა თავში ხელი და თავის ენაზე მეგობარს წასვურჩულა - არც კი მახსოვსა რომ მქონსა ნეტა სად დავდეო.
მე რა თქმა უნდ არც კი შევიმჩნიე, რომ გავიგე მათი დიალოგი. მაგრამ..... ძალიან მეტკინა გული.... დავდარდიანდი... ნეტა
რატომ ვერ შევაყვარე ბავშვებს კითხვა....
Комментарии
Отправить комментарий